აშშ-ში ახალ ატომურ ბომბს გამოუშვებენ

აშშ-ის ბირთვული უსაფრთხოების ნაციონალურმა სამმართველომ ახალი ატომური ბომბის, B61-12-ის წარმოების ნებართვა გასცა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. პირველი ახალი ბომბი 2020 წელს იქნება გამოშვებული. ამის შემდეგ მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. B61-12-ს ახალი კომპონენტებისგან აწარმოებენ, რის ხარჯზეც მისი ექსპლუატაციის ვადა 20 წლამდე გაიზრდება. B61-ის სერიის ბომბი მთავარი თერმობირთვული იარაღია აშშ-ის სტრატეგიული ძალების არსენალში, მისი პირველი მოდიფიკაცია 1963 წელს გამოუშვეს. ბოლო, მე-11 მოდიფიკაცია შეიარაღებაში 1997 წლიდან არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები