ბოლივიის პოლიციამ 7 ტონა კოკაინი ამოიღო

ბოლივიის პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა, რომლებიც საზღვარზე 7 ტონა კოკაინის გადატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, კონტრაბანდისტები ანდების მთებით ამ ტვირთის გადატანას ჩილეს პორტებში ცდილობდნენ. ბოლივიის პოლიცია ვარაუდობს, რომ კოკაინი, რომელის ფასი „შავ ბაზარზე“ 400 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გაეგზავნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები