აშშ-მ ლიბიაში „ისლამურ სახელმწიფოზე“ ავიადარტყმები დაიწყო
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განაახლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ლიბიის ხელისუფლება იუწყება, რომ ავიადარტყმები მისი თხოვნით განხორციელდა. ნაციონალური თანხმობის მთავრობის თავმჯდომარემ ფაიზ სარაჯმა განაცხადა, რომ ოპერაცია ქალაქ სირტის მახლობლად ხორციელდება და „მის ფარგლებს არ გასცდება“.
პენტაგონის პრესმდივნის, პიტერ კუკის განცხადებით, ლიბიაში ტერორისტების წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის იარაღი გამოიყენება. ამის მიზანი მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგების დაუშვებლობაა, რაც ლიბიის ნაციონალური თანხმობის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა.