ნიგერიაში 60 მილიონი დოლარის მოპარვაში ბრალდებული ინტერნეტთაღლითი დააკავეს

ნიგერიაში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ინტერნეტის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 60 მილიონი დოლარი მოიპარა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მამაკაცი, სახელად მაიკი საერთაშორისო დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ის სპეციალურ პროგრამებს იყენებდა, რომლითაც სხვადასხვა პირის ელექტრონულ ფოსტაში აღწევდა.
ჰაკერებმა ავსტრალიაში, კანადაში, ინდოეთში, მალაიზიაში, რუმინეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ტაილანდსა და აშშ-ში მცირე და საშუალო საწარმოების ელექტრონული ფოსტის მისამართები გატეხეს.
ამის შემდეგ ისინი ამ კომპანიების ელექტრონული მისამართებიდან მიმწოდებლებს წერილებს უგზავნიდნენ და საკუთარ ანგარიშებზე ფულის გადარიცხვას ითხოვდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფება ამ გზით მოპოვებულ ფულს ჩინეთში, ევროპასა და აშშ-ში „ათეთრებდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები