სირიის ოპოზიციური ძალები ალეპოსთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ

სირიის ოპოზიციის ძალები ალეპოსთან კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მისი მიზანია ქალაქის ბლოკადის გარღვევა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. ასადის ძალების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში ფათხის ძალები მონაწილეობენ.
ბრძოლები, ძირითადად, ალეპოს სამხრეთ ნაწილში, რაშიდინის მახლობლად მიმდინარეობს. აქ ოპოზიციურმა ძალებმა სამთავრობო ჯარის ტანკი და ავტომობილი გაანადგურეს. ოპოზიციურმა ძალებმა ჰიქმეს სკოლის შენობა დაიკავეს, ასევე მუსაბეს და რაშიდინის სიმაღლეებს დაეუფლნენ. რამდენიმე დღის წინ ბაშარ ასადის ძალებმა ერთადერთი გზა აიღეს, რომლითაც სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები გარესამყაროს უკავშირდებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები