პესკოვი – „ისლამური სახელმწიფოს“ მუქარა რუსეთის ანტერორისტულ პოლიტიკაზე არ იმოქმედებს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გამოქვეყნებული მუქარის ვიდეო რუსეთის ანტიტერორისტულ პოლიტიკაზე არ იმოქმედებს.
„მსგავს მასალებს შესაბამისი სტრუქტურები შეისწავლიან. ამასთანავე, შემიძლია გითხრათ, რომ ეს მუქარა რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში არანაირად არ იმოქმედებს. ის მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ დღეს ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც თავის მომხრეებს რუსეთის ტერიტორიაზე „ჯიჰადისკენ“ მოუწოდებენ. ექსტრემისტები როგორც რუსეთის მოსახლეობას, ასევე პირადად, ვლადიმერ პუტინს ემუქრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები