სომხეთის უშიშროების სამსახურმა პოლიციის შენობაში შეჭრის ფაქტზე 47 ადამიანი დააკავა

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ერევნის პოლიციის შენობაში შეჭრის ფაქტზე 47 პირი დააკავა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, 24 პირს ბრალი წაუყენეს „მძევლების აყვანის“, „შენობის დაკავების და მისი განადგურების მუქარის“ და „იარაღის შეძენის, შენახვის და ტარების“ მუხლით.
ცნობისთვის, შეიარაღებული დაჯგუფება ერევნის პოლიციის შენობაში 17 ივლისს შეიჭრა. მათ ერთ-ერთ ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება მოითხოვეს. თავდამსხმელები პოლიციის შენობაში ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე ორმხრივი სროლა მოხდა. ორი პოლიციელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. კვირას თავდამსხმელები სომხეთის უშიშროების სამსახურის ძალებს დანებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები