სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

სირიაში რუსული ვერტმფრენი „მი-8“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ “როიტერი” ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სერგეი შოიგუს უწყება იტყობინება, ვერტმფრენის ბორტზე მყოფი ყველა სამხედრო დაიღუპა.
ვერტმფრენი იდლიბის პროვინციაში „ბოევიკებმა“ „მიწა-ჰაერის“ სისტემის რაკეტით გაანადგურეს. მის ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი ოფიცერი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები