იემენის მხრიდან დაბომბვას საუდის არაბეთში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

საუდის არაბეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა, – იემენის ტერიტორიიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ჭურვი ქალაქ სამთას მახლობლად, იემენის საზღვრის სიახლოვეს ჩამოვარდა. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირას საუდის არაბეთის და იემენის საზღვარზე მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების შვიდი ჯარისკაცი და იემენის მხრიდან ჰუსიტების ათეულობით „ბოევიკი“ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები