თურქეთში სპეცრაზმელები დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ

თურქეთში სპეცრაზმელები დააკავეს, რომლებსაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ჯგუფს პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სასახლის აღება ევალებოდა.
მიმალვაში მყოფი სპეცრაზმელები ქალაქ მარმარისის მახლობლად, ერთ-ერთ ტყეში ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა. ამის შემდეგ მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა.
სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, შაბათ-კვირას საერთო ჯამში 11 სამხედრო მოსამსახურე იყო დაკავებული. მათ შორის არის მაიორი სუკრუ სეიმენი, რომელიც წარუმატებელი გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები