ბრაზილიის პოლიციამ „ფორმულა1“-ის პრეზიდენტის სიდედრი გადაარჩინა

ბრაზილიის პოლიციამ ქალაქ სან-პაულოდან გატაცებული „ფორმულა1“-ის პრეზიდენტის სიდედრი აპერესიდა შუნკი ტყვეობიდან იხსნა. ამის შესახებ გამოცემა Veja იუწყება. გამტაცებლები აპერესიდა შუნკში 36,5 მილიონი დოლარის გადახდას მოითხოვდნენ. თუმცა პოლიციამ 67 წლის ქალის ადგილსამყოფელი აღმოაჩინა, რომელიც სან-პაულოს შემოგარენში იმყოფებოდა და რამდენიმე პირი დააკავა. „ფორმულა -1“-ის პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი სპორტის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პირია. მისი ქონება 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები