ჩავუშოღლუ ევროკავშირისგან ოქტომბრის ბოლომდე უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას მოითხოვს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებს ოქტომბრის ბოლომდე უვიზო მიმოსვლას არ დაუწესებს, ანკარა მიგრანტებთან დაკავშირებით გაფორმებულ ხელშეკრულებას გააუქმებს. ამის შესახებ ჩავუშოღლუმ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ოქტომბრის დასაწყისში, ან შუა რიცხვებში იქნება მიღებული. ჩავუშოღლუ ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის დაწესების კონკრეტული ვადის დასახელებას მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები