ჰაკერებმა ავღანეთის პრემიერ – მინისტრის ტვიტერის ანგარიში გატეხეს

ჰაკერებმა ავღანეთის პრემიერ – მინისტრის, აბდულა აბდულას ტვიტერის ოფიციალური ვებგვერდი გატეხეს.
ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ, პრემიერის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თავად გაავრცელა.
„ჰაკერებმა მთავრობის მეთაურის, აბდულა აბდულას ტვიტერის ანგარიში გატეხეს. ჩვენი ჯგუფი, მათ შორის ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტები, აქტიურად მუშაობენ, რომ ვებგვერდმა უმოკლეს ვადებში განაგრძოს ფუნქციონირება“, – განაცხადა პრემიერ -მინისტრის წარმომადგენელმა ჯავიდ ფაისალმა.
სააგენტო “ფრანს-პრესი” კი იუწყება, რომ თავდასხმის უკან დაჯგუფება Ghost Squad Hackers-ის წევრები დგანან. მომხდარიდან რამდენიმე ხანში, საკუთარ მიკრობლოგზე მათ შემდეგი განცხადება განათავსეს: „ავღანეთის მთავრობაზე კიბერთავდასხმა Ghost Squad Hackers-მა განახორციელა. მთავრობის ხელმძღვანელო, გესმის ახლა ჩვენი?“, – ნათქვამი იყო განცხადებაში.
შაბათს საღამოს კი პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზე ასეთი შინაარსის განცხადება დაიდო: „მშვიდობიან მონობას საშიშ თავისუფლებას ვამჯობინებთ“.
#შემეცნება #შემეცნებითი მოძრაობა, – სააგენტო “ფრანს- პრესის” ცნობით, აღნიშნული „ჰეშთეგებით“ ჰაკერული დაჯგუფება ანტიდისკრიმინაციული ქმედებების დაგმობას ცდილობდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე ავღანეთში არსებული ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. 23 ივლისს, დემონსტრაციის მსვლელობისას, მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 80- ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამასთან, რადიკალურმა მოძრაობამ „თალიბანმა“ რომელიც, როგორც წესი, მანამდე რაიონებში არსებულ ტერიტორიებს აკონტროლებდა, ახლა, მისი პოზიციების გასამყარებლად დიდ ქალაქებშიც გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების მანძილზე, ავღანეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებიც გააქტიურდნენ, რადგანაც ტერაქტების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები