ჩავუშოღლუ – თურქეთში სიკვდილით დასჯა მხოლოდ პარლამენტის გადაწყვეტილების შემთხვევაში აღდგება

თურქეთში სიკვდილით დასჯა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის პარლამენტი მიიღებს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ამჟამად არანაირი ოფიციალური გადაწყვეტილება არ მიღებულა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ევროპასთან ნებისმიერ საკითხზე მოლაპარაკებისთვის და თანამშრომლობისთვის მზად არის.
„ამასთანავე, ევროპა არ უნდა იყოს მიკერძოებული. ევროპელი პოლიტიკოსების მოქმედებებში პუტჩისტების მხარდაჭერა, ან მათი მოქმედებების გამართლება არ უნდა იყოს“, – აცხადებს ჩავუშოღლუ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ იძულებული იყო საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და მსგავსი გადაწყვეტილება ერთი დღით ადრე ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო საფრანგეთმაც მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები