18 ივლისს ალმა-ატაში დაჭრილი ორი პოლიციელი რეანიმაციაში გარდაიცვალა

ალმა-ატაში 18 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი პოლიციელი რეანიმაციაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ექიმები მათი გადარჩენისთვის იბრძოდნენ. სამწუხაროდ, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო“, – განაცხადეს ალმა-ატის შინაგან საქმეთა სამმართველოში.
შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ალმა-ატის ცენტრში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. თავდაპირველად მან პოლიციელი დაჭრა და მის ავტომატს დაეუფლა. ამის შემდეგ სხვა პოლიციელებს გაუხსნა ცეცხლი. თავდასხმის დროს ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი პოლიციელი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები