რუსეთში ავიაკატასტროფა მოხდა

რუსეთში „ან-2“-ის მოდელის თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავს მგზავრები არ გადაჰყავდა. „ან-2“ კრასნოიარსკის მხარის ქალაქ ბერდსკიდან ნოვოსიბირსკის ოლქში მიფრინავდა. ის კვირას საღამოს გაუჩინარდა. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ორშაბათს დილით აბატოვას მთის მახლობლად აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები