ავღანეთის უშიშროების ძალებმა სამი ტერორისტი მოკლეს, რომლებიც სასტუმროს თავს დაესხნენ

ავღანეთის უშიშროების ძალებმა სამი თავდამსხმელი მოკლეს, რომლებმაც ქაბულში სასტუმრო Northgate-ს თავს დაესხნენ. „ოპერაცია დასრულდა. ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამი დაიჭრა. სასტუმროს პერსონალს, ან სტუმრებს შორის არავინ დაშავებულა“, – განუცხადა „ბი-ბი-სის“ ქაბულის პოლიციის უფროსმა.
ცნობისთვის, ქაბულში, სასტუმრო Northgate-თან ორშაბათს გვიან ღამით დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ამის შემდეგ სასტუმროს სამი შეიარაღებული პირი დაესხა თავს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები