ტეხასში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა – სამი კი მძიმედ დაშავდა
ტეხასის ქალაქ ჰოსტინში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. ამ წუთებში ქალაქის ქუჩებში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.
ინციდენტი ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ბართან მოხდა. დაზუსტებით ცნობილი არ არის თუ რამდენი თავდამსხმელი მოქმედებს ქალაქში, რადგანაც პოლიციაში სროლის შესახებ ინფორმაცია ორი სხვადასხვა ადგილიდან შევიდა. მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. პოლიცია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისგან და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევს. მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.