სომალის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა – დაღუპულია 9 ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სავარაუდოდ, ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ოთხი თავდამსხმელია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები მოგადიშუს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის სათავო ოფისში შეჭრას ცდილობდნენ.
დეპარტამენტის ცენტრალურ კართან ორ მანქანაში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს.
საგამოძიებო დეპარტამენტის პოლიციის ოფიცრის ალი ჰასანის განმარტებით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელების მოგერიება შეძლეს და იმ პირთა ლიკვიდირება მოახერხეს, რომლებიც სათავო ოფისის აღებას ცდილობდნენ.
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა საკუთარ თავზე აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები