მწერალი ფაზილ ისკანდერი გარდაიცვალა

87 წლის ასაკში ცნობილი მწერალი ფაზილ ისკანდერი გარდაიცვალა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ის მოსკოვში, საკუთარ სახლში დაეცა და გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მწერალი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
ფაზილ ისკანდერი დაიბადა სოხუმში. ის წარმოშობით ირანელ-აფხაზი იყო და ნაწარმოებებს რუსულად წერდა.
მის კალამს ეკუთვნის: „სანდრო ჩეგემიდან“, „ადამიანი და მისი სამეზობლო“, „ადამიანის სადგომი“, „კურდღლები და გველები“, „სოფიჩკა“ და სხვა.
მწერალმა 1954 წელს დაასრულა გორკის სახელობის ლიტერატურული ინსტიტუტი. ლექსების პირველი კრებული „მთის ბილიკები“ (რუსულად) გამოსცა სოხუმში 1957 წელს. მისი ნაწარმოებები 50-იანი წლების ბოლოს აქტიურად იბეჭდებოდა ჟურნალში «Юность».

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები