ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა, მძევლები გაათავისუფლეს

ერევანში შეიარაღებულმა აქტივისტებმა, მძევლები გაათავისუფლეს. საუბარია ექიმებზე, რომლებიც პოლიციის საგუშაგოს შენობაში ოთხი დღის წინ დაჭრილი აქტივისტების დასახმარებლად შევიდნენ.
ერთ-ერთმა ექიმმა გაქცევა მოახერხა, დანარჩენი ორი კი აქტივისტებმა გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ გაათავისუფლეს.
სპეცსამსახურმა შეიარაღებული აქტივისტების წარმომადგენლებს იარაღის დაყრისა და შენობის დატოვებისთვის ერთი საათი მისცა, მაგრამ უშედეგოდ.
სამართალდამცველების განცხადებით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ აქტივისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთი პოლიციელი მოკლეს.
საგუშაგოს შენობასთან გვიან ღამით ისევ შეიარაღებული აქტივისტების მომხრეები შეიკრიბნენ, უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების შემდეგ მათ მსვლელობა ბაგრამიანის მოედნისკენ მოაწყვეს და სამთავრობო შენობებთან შეიკრიბნენ.
ისინი აქციის გამართვას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავდნენ, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქცია მშვიდობიანად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები