თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია იხურება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც Haber Turkey-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პირველმა პირმა განაცხადა, სანაცვლოდ ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტების გახსნას გეგმავს.
ერდოღანის თქმით, ეს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო.
ერდოღანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები