თურქეთში ძალოვანებს ნატო-ს ბაზა „ინჯირლიკი“ აქვთ ბლოკირებული

თურქეთში ძალოვანებს ნატოს ბაზა „ინჯირლიკი“ უსაფრთხოების ზომების შემოწმების მიზნით დაბლოკილი აქვთ. როგორც გამოცემა „Hurriyet“ იუწყება, ბაზის ირგვლივ შვიდი ათასი ძალოვანი იმყოფება.
აღნიშნული ზომების მიღება ბაზასთან ახლომდებარე ქალაქ ადანში სახელმწიფო გადატრიალების მზადებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის გამო გახდა.
თურქეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბაზაზე მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმება მზადდება. მისივე ინფორმაციით, ყველაფერი რიგზეა.
ინჯირლიკის“ ბაზა, ერთდროულად, თურქი და ამერიკელი სამხედროების მიერ გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები