მიუნჰენის სავაჭრო ცენტრიდან და რკინიგზის სადგურიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა

გერმანიაში, მიუნჰენის სავაჭრო ცენტრიდან და რკინიგზის სადგურიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, – აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება მიიღო, სწორედ ეს გახდა მოქალაქეთა ევაკუაციის მიზეზი.
სამართალდამცეველები მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია საეჭვო ნივთი, რომელსაც სპეციალისტები ამოწმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები