ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მაღალჩინოსანი გაანადგურეს

„ისლამური სახელმწიფოს“ 13 მაღალიჩინოსანი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერის, ალ-ბაღდადის ახლო ნათესავი ერაყში განხორციელებული ავიადარტყმის დროს დაიღუპნენ. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ავიადარტყმა ანბარის პროვინციაში ქალაქ ალ-ქაიმის სიახლოვეს განხორციელდა. შეტევის დროს კიდევ 11 ტერორისტი დაიჭრა.
ამ ინფორმაციის მიხედვით, რამდენიმე „ბოევიკი“ რუსეთიდან და ჩეჩნეთიდან იყვნენ.
ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ავიაიერიშის დროს იარაღის საწყობი და ასაფეთქებელი მოწყობილობების წარმოების ლაბორატორია იქნა განადგურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები