ერევანში შეიარაღებულ დაჯგუფებას ულტიმატუმი წაუყენეს

სომხეთის უშიშროების სამსახურმა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც ერევნის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება, ულტიმატუმი წაუყენა.
ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ შეიარაღებული ჯგუფის წარმომადგენლები იარაღს არ დაყრიან და არ დანებდებიან, მათ წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
სომხეთის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ სპეცოპერაციის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის შეღწევის მცდელობა განიხილება როგორც ტერორიზმის მხარდაჭერა და ეს პირები დაკავებულები იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ ერევნის პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისს შეიჭრნენ. ისინი ციხიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები