ალეპო ასობით ადამიანმა დატოვა

ასობით მშვიდობიანმა პირმა სირიის ქალაქი ალეპო ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით დატოვა. ამის შესახებ სააგენტო „სანა“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ალეპოდან გასული პირები უკვე ჩავიდნენ ქალაქ სალახ-ედინში, სადაც მათ სამთავრობო ძალების წარმომადგენლები დახვდნენ და სპეციალურ დროებით საცხოვრებელ პუნქტებში გადაიყვანეს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე „ბოევიკმა“ იარაღი დაყარა და სახელისუფლო ძალებს დანებდა. რომელ დაჯგუფებებში იბრძოდნენ ეს პირები, უცნობია.

28 ივლისს სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქალაქის მოსახლეობას სპეციალური დერეფნით მისი დატოვება შეუძლია.

ალეპო 4 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ორად იყო გაყოფილი. ქალაქის ნახევარს სირიის სამთავრობო ძალები, ნახევარს კი ოპოზიციური ქვედანაყოფები აკონტროლებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები