სტამბოლის სასამართლომ ციხიდან 758 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა
სტამბოლის სასამართლომ ციხიდან 758 სამხედრო მოსამსახურე გაათავისუფლა, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. საერთო ჯამში სასამართლომ 989 ადამიანის საკითხი განიხილა. მათგან 231 პატიმრობაში დარჩნენ. ბოლო ინფორმაციით, საერთო ჯამში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 18 ათასი ადამიანი დააკავეს.