რეიტინგის მიხედვით, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 6%-ით უსწრებს

„დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატს დონალდ ტრამპს რეიტინგის მიხედვით 6%-ით უსწრებს. ამის შესახებ სოციოლოგიური ცენტრის Ipsos-ის და სააგენტო „როიტერის“ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები მეტყველებს.
25-დან 29 ივლისამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით ჰილარი კლინტონს გამოკითხულთა 41% მისცემს ხმას, ხოლო დონალდ ტრამპს – 35 %. ამასთანავე კვირის დასაწყისში ტრამპი კლინტონს პოპულარობით 2%-ით უსწრებდა.
სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ჰილარი კლინტონის პოპულარობის რეიტინგი დემოკრატიული პარტიის ყრილობის შემდეგ გაიზარდა, რომელზეც ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები