აშშ ირანში სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავების ექსპორტს აპირებს

აშშ გეგმავს ირანში სამოქალაქო დანიშნულების თვითმფრინავების ექსპორტის განახლებას. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ კატეგორიაში შედის თვითმფრინავები, რომლებიც აშშ-ის ან სახვა ქვეყნების ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მონაწილეობით არის წარმოებული.
მიმდინარე წლის ივნისში ამერიკულმა კორპორაცია „ბოინგმა“ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან, Iran Air-თან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. აშშ-ის ხელისუფლება ამის წინააღმდეგ არ გამოსულა, ვინაიდან, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში გაფორმებული შეთანხმებები მსგავსი ხასიათის საქმიან აქტივობას ითვალისწინებს.
ირანის წინააღმდეგ 2015 წლამდე მოქმედი სანქციების გამო ქვეყანას არც ახალი თვითმფრინავების, არც სათადარიგო ნაწილების შეძენა არ შეეძლო. ეს ყველაფერი ქვეყანაში ავიაკატასტროფების რაოდენობას ზრდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები