რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა

რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ დელეგაცია ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ავღანეთში არსებული მდგომარეობა განიხილა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დელეგაციას დაჯგუფების ყატარის პოლიტიკური ოფისის უფროსი, აბას სტანაკზაი ხელმძღვანელობდა.
ჩინეთი შუამავალი ქვეყნების ჯგუფში შედის (ავაღანეთი, აშშ, პაკისტანი, ჩინეთი), რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას ცდილობს ავღანეთის ხელსუფლებასა და „თალიბანს“ შორის.
მოლაპარაკების ყველა მცდელობა „თალიბანის“ ყოფილი ლიდერის ახტარ მანსურის დაღუპვის შემდეგ უშედეგოდ დასრულდა. ის გასული წლის მაისში აშშ-ის ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები