დავით სერგეენკო: ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს 1-ელ აგვისტოს გააცნობს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტრო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას 1-ელ აგვისტოს გააცნობს, – ამის შესახებ მინისტრმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, მათ შორის რეცეპტების აღდგენა.
”ეს მტკივნეული პროცესი იყო მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის, თუმცა ამოცანა შევასრულეთ და რა შედეგი მოგვცა, ვნახეთ. თუკი ეს იყო სისტემური პრობლემა, გადაიქცა ერთეულოვან პრობლემად. ორშაბათს ალბათ გვექნება საშუალება სამინისტრომ უფრო ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბოს მოქმედების გეგმა ამ მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 20-დან 25-მდე აფთიაქია, სადაც ასეთი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის რეციდივები შეინიშნება”, – აღნიშნა მინისტრმა და განმარტა, რომ აღნიშნული აფთიაქები თავის პასუხს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები