ბელგიის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით ორი პირი დააკავა

ბელგიის პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ორი პირი დააკავა. ისინი ტერაქტის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა ლიეჟის და მონსის რამდენიმე უბანში. დაკავებულებს უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. პოლიციის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს მან ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები