მოსკოვის ოლქში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა მოსკოვის ოლქში მომხდარი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ხანძარი ოდინცოვოს რაიონში მოხდა. მისი ჩაქრობის შემდეგ მეხანძრეებმა 1955 წელს დაბადებული მამაკაცის, 1953 წელს დაბადებული ქალის და 5 და 7 წლის ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის დაზიანება გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები