ერევანში პოლიციის განყოფილებასთან მომხდარი სროლის შედეგად პოლიციელი დაიჭრა

ერევანში, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან წუხელ მომხდარი სროლის შედეგად პოლიციელი დაიჭრა. ამის შესახებ სომხეთის პოლიციის პრესმდივანმა აშოტ აგარონიანმა განაცხადა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად შენობაში შეჭრილი ერთ ერთი პირი, არაიკ ხანდოიანი, მეტსახელად „მარტოხელა მგელი“ დაიჭრა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ სროლა ათ წუთს გრძელდებოდა. ერევნის პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი პირველებმა შენობაში შეჭრილმა პირებმა გახსნეს. ორმხრივი სროლა პარასკევს მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციელებმა შენობასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავება და დემონსტრანტების დასაკავებლად კვამლის და ხმაურის ხელყუმბარების გამოყენება დაიწყეს. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. შეგახსენებთ, რომ ერევნის პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისს შეიჭრნენ. ისინი ციხიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები