ერევნის პოლიციის შენობასთან სროლა მოხდა
ერევნის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან, სადაც შეიარაღებული პირები არიან შეჭრილები, ორმხრივი სროლა მოხდა. თვითმხილველები იუწყებიან, რომ სროლა ათი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, შენობაში შეჭრილი ერთ ერთი პირი, არაიკ ხანდოიანი, მეტსახელად „მარტოხელა მგელი“ დაიჭრა.
ერევნის პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი პირველებმა შენობაში შეჭრილმა პირებმა გახსნეს და პოლიციამაც საპასუხო ცეცხლს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ერევნის პოლიციის შენობაში შეიარაღებული პირები 17 ივლისს შეიჭრნენ. ისინი ციხიდან ერთ-ერთი ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვენ.