აშშ-ის დაზვერვის უფროსი – ჩვენ ვერ დავადგინეთ, ვინ გატეხა „დემოკრატიული პარტიის“ სერვერი

აშშ-ის დაზვერვის უფროსი ჯეიმს კლეპერი აცხადებს, რომ მისმა უწყებამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა, თუ ვინ განახორციელა ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ სერვერზე.
დაზვერვის უფროსი ასევე ამბობს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, კიბერსივრცეში მიმდინარე დაპირისპირება მნიშვნელოვანად არ განსხვავდება „ცივი ომის“ პერიოდს, უბრალოდ ის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სადაზვერვო უწყება რუსეთთან „ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია“ და ის ამ ქვეყნის და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ მუდმივად ოპერაციებს ახორციელებს. ამასთანავე, კლეპერი ამბობს, რომ „დემოკრატიული პარტიის“ სერვერზე თავდასხმაში რუსული მხარის დადანაშაულება ნაადრევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები