გერმანიაში მოზარდი დააკავეს, რომელიც სკოლაში ტერაქტს ამზადებდა

გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში პოლიციამ 15 წლის მოზარდი დააკავა, რომელიც ადგილობრივ სკოლაში ტერორისტულ აქტს ამზადებდა. ჩხრეკის დროს მის სახლში რამდენიმე დანა, ქიმიური ნივთიერებები, ასევე ბომბის დამზადების ინსტრუქცია და სკოლის გეგმა აღმოაჩინეს. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მოზარდი ინტერნეტით ალი დავიდ სონბოლის ეკონტაქტებოდა, რომელმაც მიუნხენის სავაჭრო ცენტრთან 9 ადამიანი მოკლა. ამჟამად დაკავებულ მოზარდს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უტარდება. ამის შემდეგ, მას შესაძლოა, ტერაქტის ორგანიზებაში ბრალი წაუყენონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები