თურქეთში, სამხედრო ამბოხებასთან კავშირის გამო, 18 ათასი ადამიანი დააკავეს

15 ივლისის სამხედრო ამბოხებასთან კავშირის გამო თურქეთში უკვე 18 ათასი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ეს ციფრები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ გამოაქვეყნა.
მისი ინფორმაციით, 9 677 ადამიანის საქმე სასამართლოს გადაეცა. მისი ინფორმაციითვე, 50 ათას ადამიანს პასპორტები გაუუქმდა და მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალათ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხედრო ამბოხების შემდეგ თურქეთში, საერთო ჯამში, 60 ათასმა ადამიანმა ან სამსახური დაკარგა, ან ციხეში აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები