ამოუცნობი მფრინავი ობიექტი აშშ-ის თავზე (ვიდეო)
აშშ-ის იუტას და კალიფორნიის შტატის მოსახლეობამ ღამით ცაზე კაშკაშა მფრინავი ობიექტი დაინახა და ის თავდაპირველად „მფრინავი თეფში“ ეგონა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იმ ჩინური რაკეტის ნამსხვრევებია, რომელიც ატმოსფეროში დაიწვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამერიკელმა ასტრონომმა ჯონათან მაკდაუელმა ივარაუდა, რომ ეს ჩინეთიდან 25 ივნისს აფრენილი ჩინური რაკეტის, „დიდი ლაშქრობა-7“-ის ნამსხვრევებია.