ბოროტმოქმედმა სან-დიეგოში პოლიციელი მოკლა
აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში ბოროტმოქმედსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. სროლის დროს პოლიცის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციის ორმა თანამშრომელმა დახმარება გამოიძახა. როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, მათ კოლეგები მრავლობითი ჭრილობებით აღმოაჩინეს. ერთ-ერთი პოლიციელი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. მასაც ცეცხლსასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. დანაშუალის მოტივი უცნობია.