უკრაინაში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

უკრაინის სუმსკის ოლქში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ერთ-ერთი დაღუპული ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი იყო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, აფეთქება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ძველი ჭურვების უტილიზაციის პროცესი მიმდინარეობდა.
ჭურვები ჩამოტვირთვის დროს აფეთქდა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მას ადგილობრივი პოლიცია და პროკურატურა აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები