243 რუსული კომპანია უკრაინამ „შავ სიაში“ შეიყვანა

უკრაინის ხელისუფლებამ 243 რუსული კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ უკრაინის უშიშროების სამსახურში აცნობეს. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიაზე კომერციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობდნენ. კომპანიებს უკრაინის უშიშროება არ ასახელებს. 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას 400 ფიზიკური პირის და 100 კომპანიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ. ეს, ძირითადად, რუსული კომპანიები იყო. სანქციები საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის დაუშვებლობას და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები