აზერბაიჯანულ ტელეარხ ANS-ს ლიცენზია გაუუქმდა
აზერბაიჯანის ტელევიზიისა და რადიოს ნაციონალურმა საბჭომ ტელეარხ ANS-ს ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება არხის მიერ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გაშუქებამ გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ ნაციონალურმა საბჭომ ტელეარხის მაუწყებლობა ერთი თვით შეაჩერა, ვინაიდან „მის მიერ ტრანსლირებული გადაცემები თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ძირს უთხრის და ტერორიზმის ღია პროპაგანდას ეწევა“.
ტელეკომპანია ANS 1991 წელს შეიქმნა. ის პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიაა აზერბაიჯანში.