მოსულში შესაძლოა, 1 მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვოს

ერაყის ქალაქ მოსულში შესაძლოა, ერთ მილიონამდე ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვოს. ამის მიზეზი საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებაა.
სამთავრობო ძალები იმ ქალაქის დაკავებას ცდილობენ, რომელიც 2014 წლიდან ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი დასაყრდენია.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. „წითელი ჯვრის“ კომიტეტის ინფორმაციით, ერაყში, რომლის მოსახლეობა 10 მილიონს შეადგენს. ამჟამად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები