ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს

მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებას განაგრძობს. ეს კვლავ გამოწვეულია ბაზარზე მისი ჭარბი შეთავაზებით. ამის შესახებ გამოცემა „პრაიმი“ იუწყება. „ბრენტის“ ოქტომბრის ფიუჩერსის ფასმა 43,15 დოლარი შეადგინა. WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსის ფასმა კი – 41,02 დოლარი. ინვესტორების შეშფოთებას კვლავ იწვევს აშშ-ში ნავთობის დიდი მარაგი. ასე, მაგალითად, 22 ივლისისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, ის კიდევ უფრო გაიზარდა. ნავთობის მომავალ ფასებთან დაკავშირებით ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ – ზოგიერთი ანალიტიკოსი 38 დოლარამდე ფასების შემცირებას ვარაუდობს, ზოგიერთი კი – 50 დოლარამდე გაზრდას პროგნოზირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები