აშშ იაპონიას კუნძულ ოკინავაზე დაკავებული მიწის 17%-ს დაუბრუნებს

აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის კუნძულ ოკინავაზე დაკავებული მიწის მეექვსედს იაპონიის მთავრობას გადასცემს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. შესაბამისი ხელშეკრულება ტოკიომ და ვაშინგტონმა 1996 წელს გააფორმეს, მაგრამ მისი შესრულება გადაიდო. ამერიკელი სამხედროების განცხადებაში აღნიშნულია, რომ იაპონურ მხარეს 4 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი გადაეცემა, რომელზეც ამჟამად ამერიკული სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები