„ვიკილიქსმა“ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ ნაციონალური კომიტეტის სერვერის აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა
ცნობილი საიტი „ვიკილიქსი“ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ ნაციონალური კომიტეტის სერვერის აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს.
ტვიტერში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ფაილი ჰილარი კლინტონის მოწინააღმდეგის, ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიას ეხებოდა.
მანამდე „ვიკილიქსმა“ უკვე გამოაქვეყნა „დემოკრატების“ სერვერის ათასობით წერილი. ამის შემდეგ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ ნაციონალური კომიტეტის ხელმძღვანელმა დები ვასერმან-შულცმა გადადგომის შესახებ განაცხადა, ვინაიდან პუბლიკაცია პარტიის ხელმძღვანელობაში შეთქმულებას ეხებოდა.