ანგელა მერკელი გერმანიაში მიგრაციული პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარი ტერაქტების მიუხედავად, მიგრაციული პოლიტიკა არ შეიცვლება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მან აღნიშნა, რომ გერმანია კონსტიტუციის ერთგული იქნება და თავშესაფარს შესთავაზებს პირებს, რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტებს გაურბიან.
მერკელმა ასევე განაცხადა, რომ ის ლტოლვილები, რომლებმაც თავდასხმები მოაწყვეს, იმ ადამიანებს იგდებენ აბუჩად, რომლებიც მათ ეხმარებიან და მიგრანტებს, რომლებსაც მართლა დახმარება სჭირდებათ, მძიმე მდგომარეობაში აგდებენ.
რამდენიმე დღის წინ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა განაცხადა, რომ ჯიჰადისტთა ჯგუფების და ცალკე მოქმედი ექსტრემისტების მიერ თავდასხმები მომავალშიც მოხდება და მოსახლეობა ამისთვის მზად უნდა იყოს.