კორპორაცია „ბოინგი“ 747-ის მოდელის გამოშვების შეწყვეტას გეგმავს
ამერიკული კორპორაცია „ბოინგი“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის, „747“-ის გამოშვების შეჩერებას გეგმავს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის მიზეზი „ბოინგ-747“- ზე შეკვეთების მკვეთრი შემცირებაა.
კორპორაცია „ბოინგ-747“-ს 1969 წლიდან აწარმოებს. ამ ხნის განმავლობაში 1 500 თვითმფრინავი იყო წარმოებული. შეკვეთების პიკი 1991 წელს იყო, როდესაც კორპორაციამ 120 ასეთი თვითმფრინავი გაყიდა. თუმცა 2007 წლის შემდეგ გაყიდვების შემცირება დაფიქსირდა. ბოლო დრომდე კომპანია წელიწადში მხოლოდ 20 თვითმფრინავს ყიდდა. მომავალი წლისთვის „ბოინგს“ „747“-ზე მხოლოდ 6 შეკვეთა აქვს მიღებული. ამჟამად კომპანიას სამხედრო თვითმფრინავებთან დაკავშირებითაც პრობლემები შეექმნა, ვინაიდან ის თავდაპირველად გათვლილ თანხაზე უფრო ძვირი ჯდება.